ქვიშხეთის სიახლოვეს მანქანა მდინარეში გადავარდა
მდინარეში გადავარდნილ მანქანაში ორი მოზარდი და მცირეწლოვანი ბავშვები იმყოფებოდნენ.

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთთან მანქანა მდინარეში გადავარდა.

მგზავრები საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიციას გამვლელები მიეხმარნენ. ამ წუთებში მდინარის სანაპიროზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.

მოგვიანებით, შს სამინისტროს პრეს-სამსახურმა 4 მგზავრის გარდაცვალების ფაქტი დაადასტურა. მანქანაში 2 ზრდასრული ადამიანი და 3 მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა. გადარჩა მხოლოდ 1 ზრდასრული მოქალაქე.



Print

სტატიის გამოყენების პირობები