ქვიშხეთთან გადარჩენილი ქალი მცხეთაში გადაიყვანეს
30-წლამდე ასაკის ქალი ხაშურის საავადმყოფოდან მცხეთაში გადაიყვანეს. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ბრიგადის წევრებს იმედი აქვთ, რომ დახმარება შედეგიანი იქნება.

დაშავებული ის ქალია, რომელიც ქვიშხეთის სიახლოვეს, მდინარეში გადავარდნილ მანქანაში იჯდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა მამაკაცი და 3 ბავშვი (8-დან 12 წლამდე ასაკი).

ექიმების განცხადებით, ქალს გული აუმუშავდა, რაც შეეხება დანარჩენებს, მათი ინფორმაციით, ისინი მედიცინის ცენტრში უკვე გარდაცვლილები მიიყვანეს.

დღეს, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთთან მანქანა მდინარეში გადავარდა.

იხ. ამავე თემაზე: 

შსს: 5 მგზავრიდან 1 გადარჩა - ტრაგედია ქვიშხეთთან
Print

სტატიის გამოყენების პირობები