სოფელ ზერტში 52-წლის ქალი სავარაუდოდ ბუნებრივი აირის მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა
წინასწარი ინფორმაციით, ქალი ბუნებრივი აირის მოწამვლით გარდაიცვალა.
,,გორმედში" სოფელ ზერტიდან სასწრაფო დახმარების მანქანამ 52-წლის
ქალი მიიყვანა.
ექიმების განცხადებით, სამედიცინო ცენტრში მიყვანისას ქალი უკვე
გარდაცვლილი იყო. ამჟამად, ცხედარი გარდაცვალების ზუსტი მიზეზის
დასადგენად პროზექტურაში გადაასვენეს.
,,შვილი ურეკავდა ტელეფონზე და დედა არ პასუხობდა. შემდეგ, მამას
დაურეკა. მამა ბაღში იყო გასული. შევარდა სახლში, შეამტვრია კარი და
საშინელი სურათი დახვდა" - ამბობს ოჯახის მეზობელი სოფო თოდაძე.
სტატიის გამოყენების პირობები