საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 306-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 306 მდე გაიზარდა.
ამის შესახებ თბილისისი ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ გააკეთა განცხადება:

„დილის მდგომარეობით დაემატა 10 დადასტურებული შემთხვევა, რომელზეც მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა და მათი წყაროების დადგენა. გამოჯანმმრთელებული გვყავს 69. ჩვენთან 2 ახალი პაციენტია მოთავსებული, დანაჩენები სხვა კლინიკებში არიან გადანაწილებული. ამ ეტაპზე ჩვენ გვყავს 39 პაციენტი, 2 კრიტიკულ სიტუაციას უახლოვდება და საყურადღებოა. მძიმე პნევმონიებიც არის, საბედნიეროდ მათი მართვა მიდის კარგად. ამ ეტაპზე გვყავს 6 არასრულწლოვანი და ყველა კარგად გრძნობს თავს. გამკაცრებული ღონისძიებების ზუსტი შესრულების შემთხვევაში ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი რესურსებით შევძლებთ ამ პრობლემასთან გამკლავებას“,-განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას მარინა ეზუგბაიამ.

15 აპრილის დილის მდგომარეობით, საქართველოში კორონა ვირუსით გარდაცვლილია 3 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4990 ადამიანი, ხოლო სტაციონარში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 462 პირი. საზღვარგარეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია სამი ადამიანი.

მსოფლიოში, კორონავირუსით დაავადებულთა დადასტურებულმა შემთხვევებმა უკვე 2,000,243 მიაღწია. დაღუპულთა რაოდენობა 126,758 -ია, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 484, 748.

გასული 24 საათის განმავლობაშ ყველაზე მძიმე შედეგები კვლავ ამერიკისშეერთებულ შტატებში დაფიქსირდა. აქ გარდაცვალებულთა რაოდენობამ უკანასკნელი დღეღამის განმავლობაში ორიათას ადამიანს გადააჭარბა (2,407).

Print

სტატიის გამოყენების პირობები