საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 3-ით გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 9 ადამიანი
ვირუსის გავრცელების სტატისტიკა შეიცვალა, პლიუს 3 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 626-მდე გაიზარდა. მონაცემები stopcov.ge-ზე რამოდენიმე წუთის წინ განახლდა.

კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 297-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში კიდევ 9 ადამიანი განიკურნა.

გარდაცვლილია 10 ადამიანი. კარანტინში 4702, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 459 ადამიანი რჩება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები