29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება
გიორგი გახარიას განცხადებით, 29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის მეტრო. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, აუციელებელი იქნება წესების დაცვა, როგორიცაა პირბადის ტარება.

ამასთანავე გახარიას განცხადებით 1 ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის ბაზრობები, მათ შორის, მოლები, ღია და დახურული მაღაზიები, ღია სახის რესტორნები.

8 ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის რესტორნები, ასევე სასტუმროები, ოღონდ მხოლოდ ისინი, რომელთაც ჯანდაცვის სამინისტროს ნებართვა ექნება. ასევე, საქალაქთაშორისო ტრანსპორტიც.
Print

სტატიის გამოყენების პირობები