გორელმა ბოდიბილდერმა საქართველოს ღია ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
2 აგვისტოს, ბოდიბილდინგსა და ფიტნესში საქართველოს ღია ჩემპიონატი ჩატარდა.

ღონისძიება საქართველოს ბოდიბილდინგის და ფიტნესის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით „მუშთაიდის ბაღში“ გაიმართა.

შეჯიბრებაში როგორც ვაჟები, ისე ქალები იღებდნენ მონაწილეობას. გამარჯვებულები 6 კატეგორიაში გამოვლინდნენ.

მენზფიზიკის კატეგორიაში მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა,  გორელი სპორტსმენი ივერი კორინთელი. ის შეჯიბრისთვის 7 თვე ემზადებოდა:

"ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს გულშემატკივრებს გვერდში დგომისთვის და გამხნევებისთვის. წინ კიდევ ბევრი შეჯიბრია და ვეცდები არც მომავალში გავუცრუო მათ იმედები“,-ამბობს ივერი კორინთელი.

გამარჯვებული სპორტსმენები 26-27 სექტემბერს საქართველოს ნაკრების სახელით, საერთაშორისო ტურნირზე GEORGIA GRAND PRIX-ზე მიიღებენ მონაწილეობას.

Print

სტატიის გამოყენების პირობები