,,აქამდე ჩუმად ვიყავით" - გორში ერეკლე თედლიაშვილის მშობლები ბრალდებულის მკაცრად დასჯას ითხოვენ
გორში, ბრალდებულ თარაშ კანდელაკის ბრალდების საქმეზე სასამართლო პროცესი განახლდა. სასამართლოს მიმდინარეობისას დაზარალებულისა და ბრალდებულის მხარეებს შორის შელაპარაკება მოხდა. 

ერეკლე თედლიაშვილის მშობლებმა გვითხრეს, რომ ბრალდებულის ახლობლები გამაღიზიანებლად მოქმედებენ. ისინი არ დაუშვებენ, რომ 19 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე დაუსჯელი ვინმე დარჩეს:

,,აქამდე ჩუმად ვიყავით, ხმას არ ვიღებდით, რასაც ესენი აკეთებენ, ეს უკვე ზედმეტია. გამოყავთ თითქოს ისე, რომ უდანაშაულო იყოს. მოვითხოვთ, დაუმძიმდეს ბრალი და დაისაჯნონ ისინიც, ვინც ჩემი ერეკლეს ცემაში და მკვლელობაში მიიღეს მონაწილეობა" - ამბობს ერეკლე თედლიაშვილის დედა.

ერეკლე თედლიაშვილს რესტორანში სცემეს. ახალგაზრდა ბიჭი შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა. პოლიციამ ფაქტზე ერთი პირი დააკავა. დედა, ლია საბიაშვილი ამბობს, რომ საქმეზე ექიმების დაუდევრობაც იკვეთება.

დღევანდელ სასამართლოზე ორი მოწმე დაიკითხა. მოწმეები: ცოლ-ქმარი რესტორნის მეზობლად, ერთ-ერთ კორპუსში ცხოვრობს.

,,მოწმეებმა აღნიშნეს, რომ მათ გაიგეს ყვირილის ხმა, ასევე, მოესმათ დაცემის ხმა. როდესაც გაიხედეს აივნიდან, ხედავდნენ, რომ ბიჭი ძირს უგონო მდგომარეობაში იყო. ეს მოწმეები არ არიან ინციდენტის უშუალო მოწმეები. მათ მხოლოდ ის აღნიშნეს, რაც დაინახეს'' - გვითხრა ოჯახის ადვოკატმა, თამარ თედლიაშვილმა.

სასმართლო პროცესი მომდევნო სამშაბათს განახლდება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები