კასპის რაიონში ხანძარს 55 წლის ქალი ემსხვერპლა
კასპის რიონის სოფელ ლამისყანაში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც სახლის მეპატრონე 55 წლის ნუნუ კობაური გარდაიცვალა.

მეზობლების თქმით სავარაუდოდ სახლს ცეცხლი ღამის საათებში შეშის ღუმელიდან მოეკიდა.

კობაური სახლში მარტო ცხოვრობდა .

ხანძრის გაჩენის მიზეზებს გამოძიება სწავლობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები