ახალი ამბები
ვიცე-მერის გოგა რაზმაძის ბიზნესი
გოგა რაზმაძე, რომლის ოჯახი დღეს დააყაჩაღეს, სოლიდურ შემოსავლებს ფლობს.

მისი სახლიდან სამკაულები და ფული გაიტაცეს.

დაყაჩაღების დეტალების შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა, 15 ივნისს, საღამოს გაავრცელა.

ასევე, მოვიძიეთ ინფორმაცია, თუ რა ქონებას და შემოსავალს ფლობს დაზარალებული.

გოგა რაზმაძე არის სურსათის სადისტრიბუციო კომპანიის, საცხობისა და პესტიციდების მაღაზიების პარტნიორ-დამფუძნებელი.

2014-2016 წლებში მისი შემოსავალი, ბიზნეს საქმიანობიდან და მერიიდან, 180 734 ლარია.

აქედან ბინის რემონტისთვის 57 675 ლარი აქვს გადახდილი. ხოლო 29 600 ლარად სასოფლო სამეურნეო ტექნიკა შეიძინა.


უფრო კონკრეტულად:

შპს ,,ივერიონ გრუპი"

გოგა რაზმაძე  შპს ,,ივერიონ გრუპის" პარტნიორია და, 2013 წელს, ჯამში 75 892 ლარი შემოსავალი აქვს მიღებული.

2014 წელს - 56 526 ლარი;

2015 წელს კი, - 6 319 ლარი.

ჯამში, სამი წლის შემოსავალმა ,,ივერიონ გრუპიდან" - 138 737 ლარი შეადგინა.

აღნიშნული კომპანია სასმელებისა და თამბაქოს პროდუქციის დისტრიბუციას ეწევა და მას საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში აქვს ფილიალები.



შპს ,,აგრო მოტორსი"

გოგა რაზმაძე შპს ,,აგრო მოტორსის" მენეჯერია.

ეს კომპანია, მცენარეების პესტიციდების რეალიზაცია-გაყიდვას ეწევა.

ამ კომპანიიდან მან 2013 წელს 215 ლარი მიიღო;

2014 წელს - 1500 ლარი;

2015 წელს - 0.

ჯამურად, სამი წლის შემოსავალი მენეჯერობიდან 1 715 ლარია.

კომპანია რეგისტრირებულია ცხინვალის გზატკეცილზე.


შპს ,,გლგ კომპანია



2014 წლიდან გოგა რაზმაძის ბიზნეს საქმიანობაში შპს ,,გლგ კომპანი" ჩნდება და მისი დამფუძნებელია.

ეს კომპანია 2014 წელს გორში შეიქმნა და წარმოადგენს საცხობს.

ამ კომპანიიდან შემოსავალი ჯერ ცნობილი არაა.


მერია

გოგა რაზმაძე მერის მოადგილედ 2014 წელს დაინიშნა.

მისმა შემოსავალმა ამ თანამდებობიდან 2014 წელს 11 172 ლარი შეადგინა;

2015 წელს - 29 110 ლარი.

ჯერ უცნობია, 2016 წლის შემოსავალი.

ჯამურად, მერიიდან მიღებული თანხის ოდენობა უდრის 40 282 ლარს  (2016 წლის მონაცემების გარეშე).


მიწა


გოგა რაზმაძეს საცხოვრებელი სახლი აქვს სოფელ ქვემო სობისში, გორის რაიონი.

ბინა ქალაქ გორში, სტალინის ქუჩაზე, ასევე, თბილისში.

რაც შეეხება სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, ის სოფელ ქვემო სობისში აღწევს სულ რაღაც 2 510 კვ.მ-ს.


საოჯახო ხარჯები



გოგა რაზმაძემ 2013 წელს ბინა 36 775 ლარად გაარემონტა.

2014 წელს - 14 100 ლარად.

2015 წელს კი, - 6800 ლარად

ჯამში, ბინის რემონტში გადახდილი აქვს - 57 675 ლარი.

2014-2015 წლებში სოფლის მეურნეობის ტექნიკა შეძენილი აქვს 29 600 ლარად.


სესხები

გოგა რაზმაძემ 2015 წელს თიბისი ბანკიდან უვადოდ 14 000 ლარი აიღო სესხად.

ხოლო იმავე წელს 20 000 დოლარი, იმავე ბანკიდან.



გამოყენებულია საჯარო რეესტრისა და ქონებრივი დეკლარაციის მასალები
Print

სტატიის გამოყენების პირობები