4 აგვისტო: კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა – 3
საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა
გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 3 პაციენტი.
მთავრობის მიერ შექმნილი ოფიციალური საიტის stopcov.ge-ს თანახმად,
სულ ქვეყანაში კორონავირუსის 1182 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან
962 გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 გარდაიცვალა.
რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7007
ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 280.
სტატიის გამოყენების პირობები