ვიდეორეპორტაჟი
ვაკელი მოხუცები - რეპორტაჟი შერეული სოფლიდან

 

2015 წლის 5 თებერვალს ვაკეში ბუნებრივი აირის ჩირაღდანი სოფლის ცენტრში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ერთად აანთეს. ვაკეს გაზიფიცირება სახელმწიფო პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

 

სახელმწიფო პროექტით კასპის მუნიციპალიტეტში გამყოფ ხაზთან მდებარე 10 სოფლის გაზიფიცირება დასრულდა. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების გაზიფიცირების სახელმწიფო პროექტი 2014 წელს დაიწყო, რისთვისაც ბიუჯეტიდან 19 მლნ ლარი გამოიყო. გაზიფიცირების სამუშაოები გორის, ქარელის, კასპის, ხაშურის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების სოფლებში ტარდება.  58 სოფლის 13 000 ოჯახი ბუნებრივ აირს უახლოეს მომავალში მიიღებს.

 

სოფელ ვაკეში დღეს პრემიერთან და ვიცე-პრემიერთან ერთად სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი იმყოფებოდა.

 

ამ პროცესს ვაკელი მოხუცები შორიდან უყურებდნენ. მოხუც მანდილოსნებს - კუდუხაშვილს, მელაძეს და ცხოვრებოვას - ოფიციალურმა პირებმა გზად ჩაუარეს და მიესალმნენ. Qartli.gE მათი მდგომარეობით და ისტორიით დაინტერესდა:

 

იხ. ვიდეო

 

 
Print

სტატიის გამოყენების პირობები