ვიდეორეპორტაჟი
უფლისციხის ხიდზე მოაჯირების რეაბილიტაცია დასრულდა

 

სამი თვის განმავლობაში (აგვისტო-სექტემბერი-ოქტომბერი) ხიდი მოაჯირის გარეშე იყო დარჩენილი. მდინარე მტკვრის მეორე ნაპირზე გადასასვლელად გორის რაიონის სოფელ ქვახვრელის მოსახლეობა ამ ხიდს იყენებს. ამ ხიდით ასევე საქონელი საძოვრებისკენ გადაჰყავთ. ტურისტულ სეზონზე კი ავტობუსები, მიკროავტობუსები და მანქანები სისტემატიურად მოძრაობს.

 

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მიეს არაერთხელ გადაღებული ფოტოებისა და ინტერვიუების გამოქვეყნების შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები მიიწვიეს. საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა 2015 წლის ნოემბრის დასაწყისში პირობა დადო, რომ ხიდის რეაბილიტაცია დეკემბრის ბოლოსთვის დასრულდებოდა.

 

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები