ვიდეორეპორტაჟი
მზადება ტექდათვალიერებისთვის

განკარგულების თანახმად, საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებას, ე.წ. ტექდათვალიერბას სავარაუდოდ, საერთაშორისო კომპანია TUV Rheiland Group განახორციელებს. ამ დროისთვის საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულია 900 ათასამდე ავტოსატრანსპორტო საშუალება. ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდულ ტესტირებას 22 აკრედიტებული ტესტირების ცენტრი უზრუნველყოფს.

 

მათგან ერთ-ერთი გორში მდებარეობს. შპს ,,გიომოტორსის” ხელმძღვანელის ზაზა მირუაშვილის თქმით, სერვისცენტრი მძიმე წონის მანქანების შემოწმებას უკვე ახორციელებს.

 

კომპანია გორში, ვერხვების დასახლებაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ,,მომსახურების სააგენტოს” შენობის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს, სადაც შესაბამისი აღჭურვილობის ტექნიკის დამონტაჟების პროცედურები თითქმის დამთავრებულია. უკრაინიდან ჩამოსულმა სპეციალისტებმა საქართველოს 22 ტესტირების ცენტრის თანამშრომელს, სწორედ, გორში ჩაუტარეს სემინარი. სემინარს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

 

ტესტირების ცენტრების მიერ მანქანების შემოწმების შედეგად მიღებული მონაცემები ერთიან ბაზაში ხვდება, რომელზეც წვდომა შესაბამის უწყებებს აქვს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები