ვიდეორეპორტაჟი
უკმაყოფილების ,,წვეთი" - რეპორტაჟი ქართულ-აზერბაიჯანულ-ოსურ სოფლიდან

 

ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი გია (გალაკტიონ) ტვილდიანი ამბობს, რომ საქმის კურსში რაიონის პარლამენტარი დავით ონოფრიშვილი და მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი საქმის კურსში არიან:

 

,,ისინი ყველაფერს ცდილობენ იმისათვის, რომ ეს საკითხი მოგვარდეს" - ამბობს ტვილდიანი.

 

,,მაგალითად?" - ვკითხეთ სოფლის გამგებელს.

 

გია ტვილდიანი: - ,,მაგალითად, დავით ონოფრიშვილი ტელეფონით ესაუბრა წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენელს" 

 

ჟურნალისტი: - ,,რა შედეგით დასრულდა ეს სატელეფონო საუბარი?"

 

გია ტვილდიანი: - ,,უთხრეს, რომ ცენტრალურ წარმომადგენელს დააკავშირებდნენ"

 

ჟურნალისტი: - ,,მერე?"

 

გამგებელი: ,,მერე არ ვიცი, ფაქტია, რომ შედეგი არ არის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ონოფრიშვილმა ეს პრობლემა ვერ მოაგვარა"

 

ჟურნალისტი: ,,რაც შეეხება მუნიციპალიტეტის გამგებელს, გოჩა გოჩიტაშვილი. ის რას ეცადა?"

 

გამგებელი: ,,ეს საკითხი დააყენა"

 

ჟურნალისტი: ,,სად?"

 

გამგებელი: ,,გამგეობაში"

 

ჟურნალისტი: ,,თავის თანამშრომლებთან?"

 

გამგებელი: ,,არა ხონში...რა თქმა უნდა, სამსახურის ხელმძღვანელებთან და აპარატის წარმომადგენლებთან"

 

ჟურნალისტი: ,,შემდეგ რა გადაწყდა?"

 

გამგებელი: ,,არაფერი, უბრალოდ, ეს წყალი ვიდრე გამგეობის ბალანსზე არ გადმოვა, რაიონი ამას ვერ მოაგვარებს"

 

ჟურნალისტი: ,,მთავრობის წინაშე თუ დააყენეს საკითხი და რა ფორმით?"

 

გამგებელი: ,,რა თქმა უნდა, ისინი ამას ყოველთვის აკეთებენ. კიდევ გიმეორებ, საქმის კურსში არიან ბატონი დავით ონოფრიშვილი და ბატონი გოჩა გოჩიტაშვილი"

 

ჟურნალისტი: ,,საქმის კურსში თუ ჩააყენეს მთავრობა?"

 

გამგებელი: ,,რა თქმა უნდა"

 

ჟურნალისტი: ,,ანუ რა ფორმით, დაურეკეს? წერილი მისწერეს? პრემიერ-მინისტრის უთხრეს თუ რა?"

 

გამგებელი: ,,არასერიოზულ კითხვებზე პასუხი როგორ გაგცეთ?"

 

იხილეთი რეპორტაჟი

 

 

 

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები