ვიდეორეპორტაჟი
,,ონოფრიშვილი სუფრებზე დადის" - პარლამენტარი და ,,მიხულანთ ნოდარი"

 

როგორც გაირკვა, დავით ონოფრიშვილი სოფელ გომში 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების დღეებშიც იყო, მაგრამ ნოდარ მჭედლიშვილის თქმით, პარლამენტარი ყოფილი მილიოციონერის სახლში გაშლილ სუფრას ეწვია.

 

,,მოვიდა, გესმის?  ნატროშვილის სახლში, ყოფილი მილიოციონერი რომაა, იქ სუფრაზე დაჯდა და წავიდა; სოფელი კი ფეხებზე დაიკიდა." - ამბობს ნოდარ მჭედლიშვილი.

 

სოფლის წყლის პროგრამა 2014 წლის დასაწყისში დასრულდა.  დაიქსელა მოსახლეობის 85%; ეზოებში ონკანები შეიყვანეს, მაგრამ წყალი არ მოდის. წყლის ავზი მეზობელი სოფლიდან, ბორტადან მომავალი წყლით გროვდება, მაგრამ მილებში წყალი არ მოედინება.

 

წყლის რეაბილიტაციის დროს გზებიც გადაითხარა, მაგრამ აღარ გასწორდა. დღეს გომელებს გადათხრილ გზებზე უწევთ სიარული.

 

კასპის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, ასევე, გომელი ნოდარ ნატროშვილი ამბობს, რომ ზაფხულის პერიოდში მდინარეები და გრუნტის წყლები დაშრა. ,,შესაბამისად, პრობლემები სოფელში ამიტომ შეიქმნა" - განმარტავს ნატროშვილი.

 

ნოდარ მჭედლიშვილი კი თავის თანასოფლელ ,,ინჟინერს" ნოდარ ნატროშვილს სოფლის წყლის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 190 ათასი ლარის არამიზნობრივად ხარჯვაში, კერძოდ, უკონტროლობაში ადანაშაულებს.

 

რაც შეეხება გზებს, ნატროშვილი ამბობს, რომ ისინი შიდა სახელმწიფოებრივი გზებია, ხოლო  მის გასაკეთებლად საგზაო დეპარტამენტიდან გამოყოფილი თანხებია საჭირო. პროექტის მიხედვით გადათხრილი გზების მოსწორება კომპანიის ვალდებულებაში არ შედიოდა.

 

ნოდარ მჭედლიშვილი პარლამენტარს საკუთარ 150 ლარის ოდენობის პენსიას უთმობს, თუ რატომ ამის შესახებ იხილეთ ვიდეო:

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები