ვიდეორეპორტაჟი
,,ბაბო, დღეს ხომ წყალში მაბანავებ?!" - ჩობალაურში წყალი ჯერ სოფლის გამგებელთან მიაქვთ

 

იმ დროს, როდესაც სოფლის შემაღებულ ადგილზე მდებარე, ზემო უბნის მოსახლეობას წყალი არ ხვდება, სოფლის ,,გამგებელი" წყლით უზრუნველყოფილია. ასე გრძელდება ორი თვე.

 

,,ბაბო, დღეს ხომ წყალში მაბანავებ?!" - ეუბნებოდა გახარებული ბავშვი ბებიას, რომელსაც  წყლით სავსე ბალონები ხელით სახლისკენ მიჰქონდა.  ,,ნუ მეკონწიალები გოგო, დამაცადე, სადა მაქვს საჭყუმპალაო წყალი" - უპასუხა ბებიამ.

 

ეკა მუზაშვილი სოფელში არ იმყოფებოდა. სახლის წინ მისი დედა ვნახეთ. ბალონების შევსებაში მეზობლები ეხმარებოდნენ. ჩვენს კითხვაზე, პირველ რიგში, სოფლის ,,გამგებლის" სახლთან რატომ ჩერდება კეთილმოწყობის მანქანა, გვიპასუხა, რომ ქვევით უბნის მოსახლეობა ითხოვს.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები