ვიდეორეპორტაჟი
,,მიცვალებული რომ მიგვყავს ამ გზაზე, უკან ბრუნდება" - პროტესტი სოფელში

 

ქვემო ხანდაკში სასმელი წყლის რეაბილიტაციის პროგრამა, ყოველწლიურად, 200-200 მ სიგრძის მიწის გათხრას და იქ (ადგილობრივების განცხადებით, საკანალიზაციო) მილების ჩაწყობას ითვალისწინებს. ახალ მილებს ძველ, კომუნისტების პერიოდში გაყვანილ მილების ზემოთ ათავსებენ. ქვემი ხანდაკელები ამბობენ, რომ ასე მცირე-მცირედი სამუშაოებით პროცესი 10 წელი გაიწელება. შიდა გზები კი გადათხრილია.

 

მოსახლეობის 85%-ს სახლებში ჭა აქვს. ძველი სისტემა მეტ-ნაკლებად მუშაობდა. ,,თუ სადმე დაზიანება იყო, ის გაეკეთებინათ. ან კიდევ, სოფელში რამდენიმე უბანია, სადაც ძველი სისტემის მილები არ იყო. ჰოდა, ამ სოფლის პროგრამით იმ უბნებში გაეყვანათ წყალი" - ამბობენ ხანდაკელები.

 

საგანგებოდ მოწყობილ კრებაზე, ამ გაჭიანურებული პროგრამის ნაცვლად, ამბულატორია და სასაფლაომდე მისასვლელი გზის შეკეთება მოითხოვეს. ხელმოწერები მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს ზაზა მოსიაშვილს და სოფელ კავთისხევში გამგეობის წარმომადგენელს მიხეილ კელაპტრიშვილს მიუტანეს. მათ, აღნიშნული ხელმოწერებით, იმ კრების ოქმის გაუქმება მოითხოვეს, რომელიც 2014 წლის დასაწყისში სოფელში ჩატარებულ კრებაზე შეუდგენიათ. რამდენიმე მათგანმა ქაღალდზე საკუთარი სახელით ხელმოწერა ნახა. გვითხრეს, რომ დაფიქსირებული ხელმოწერა მათი არაა.

 

,,გზა ისეთი გვაქვს სასაფლაოზე, რომ მიცვალებული უკან ბრუნდება"

 

,,იმ გზაზე რომ მანქანით მიცვალებული მიგვყავს, მანქანა შეიძლება ამობრუნდეს და მიცვალებული ზედ დაგვემხოს"

 

,,კავთისხევის თემში 8 სოფელი შედის, თუ რამე კეთდება - კავთისხევში კეთდება. ონოფრიშვილმა რომ სახლამდე გაიყვანა გზა, ჩვენ რა"

 

,,კომუნისტების დროს ეგრე ხდებოდა, ჯერ კოლმეურნეობის თავმჯდომარის სახლამდე აგებდნენ ასფალტს"

 

,,ჩვენი სოფელი ,,ნიანგშია" შესატანი" - (იგულისხმა კომუნისტების დროს არსებული იუმორისტული ჟურნალი ,,ნიანგი")

 

ასეთია, ინტერვიუების ჩაწერის დროს გამოთქმული მოსაზრებების ფრანგეტები.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები