მოხისთან არხში მანქანა გადავარდა - დაიღუპა სამი ადამიანი
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისთან არხში მანქანა გადავარდა. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელი აცხადებს, რომ გარდაიცვალა სამი მამაკაცი.

მანქანაში ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, აქედან ორმა გადმოხტომა მოასწრო. გარდაიცვალა ორი ძმა და ერთი მათი ნათესავი.

შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა.

შს სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მიმდინარეობს გამოძიება 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები