სტატიები
მარტიდან სასკოლო სპორტული ოლიმპიადები დაიწყება

 

პროგრამის მიხედვით, საქართველოს 11 ქალაქში (გორი, თბილისი, ბათუმი, მცხეთა, რუსთავი, თელავი, ახალციხე, ქუთაისი, ოზურგეთი, ზუგდიდი, ამბროლაური), 2015 წლის მარტიდან ივლისის ჩათვლით, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ჩატარდება, რაშიც  მონაწილეობას 400-ზე მეტი სკოლა მიიღებს. 

 

ოლიმპიადა შემდეგ სახეობებს მოიცავს:

 

- მინიფეხბურთი (ვაჟები)

- კალათბურთი (ვაჟები)

- კალათბურთი (გოგონები)

- მაგიდის ჩოგბურთი (გოგონები)

- მძლეოსნობა (შერეული)

- მოძრავი თამაშები (მხიარული სტარტები)

 

რეგიონალური თამაშები, მარტიდან ივნისის ჩათვლით, ხოლო დასკვნითი ფინალური ეტაპი - 2015 წლის 1-10 ივლისს - ანაკლიის ,,მომავლის ბანაკში" ჩატარდება.

 

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის წარმატებულ მონაწილეებს, მინიფეხბურთში,  2016 წლის სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვების პერსპექტივა აქვთ, რომელიც ხორვატიაში გაიმართება.

 

კალათბურში (3x3) წარმატებულებს 2016 წლის სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატის საგზური ესტონეთში ელოდებათ.

 

მაგიდის ჩოგბურთში წარმატებულებს - 2016 წლის სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატი ისრაელში, ხოლო კროსში წარმატებულებს - უნგრეთში 2016 წლის სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატის საგზურები ელოდებათ.

 

საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის სპორტულ თამაშებში მონაწილეობის უფლება VIII-X კლასის მოსწავლეებს აქვთ, ხოლო - მოძრავ თამაშებში - III-VII კლასების მოსწავლეებს.

 

ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველმა სკოლის გუნდმა რეგისტრაცია შემდეგი წესით უნდა გაიაროს: ოლიმპიადის პირველ ეტაპზე - მონაწილეობის მსურველი სკოლები, სახეობების მიხედვით, განაცხადებებს სპორტული ოლიმპიადის ადგილობრივ საორგანიზაციო ჯგუფს წარუდგენს. ოლიმპიადის მეორე ეტაპზე - განაცხადს ცენტრალურ სარეგისტრაციო კომისიას უნდა მიაწოდოს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები