სტატიები
,,დოლ-გარმონის თუ პაპიროსის ფული" - ხელშეწყობა ქართულ ჭიდაობას

 

სოსო ფალელაშვილი დაინტერესდა, თუ რა ხელშეწყობისთვის ჭირდება რეგიონალურ ფედერაციას 6 ათასი ლარი, მაშინ როდესაც ქართული ჭიდაობის ფედერაციას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 მლნ ლარი აქვს გამოყოფილი. სხდომაზე თეა კეჩხუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ფედერაცია, მხოლოდ, 250 000 ლარით სარგებლობს. 

 

როგორც გაირკვა, ქართული ჭიდაობის ფედერაციისთვის საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტიდან 6-6 ათასის გამოყოფა იგეგმება. ეს საკითხი პრემიერის დონეზე ყოფილა გადაწყვეტილი.

 

საკრებულოს წევრმა ,,თავისუფალი დემოკრატებიდან" თამარ თედლიაშვილმა აღნიშნა, რომ მერიის ბიუჯეტიდან 6 ათასი ლარი გორის ქალთა კამერული გუნდისთვის ვერ გამოიყო და, შესაბამისად, დიდ ბიუჯეტიანი ფედერაციისთვის დამატებითი სახსრების მიცემა მიზანშეუწონელია.

 

,,ქართული პარტიის" წარმომადგენელს, ილია მეტრეველს კი, მუნიციპალიტეტებიდან 6-6 ათასი ლარის გამოყოფა, ,,ნაციონალების" მმართველობის პერიოდში დამკვიდრებულ პრაქტიკასა და შს სამინისტროსთვის პრადოების შეძენას აგონებს.

 

საბოლოოდ, ბოლო სიტყვა საკრებულოს მიანდეს და ბიუროს წევრებმა საკითხი დღის წესრიგში მაინც ჩასვეს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები