სტატიები
ახალი ,,მოურავი" კასპში - ,,საჯაროდ ამას როგორ ვიტყვი?"

 

,,დიახ, გათავისუფლების ამბავი იმ დღეს ვუთხარი, როცა ხელშეკრულების ვადა გავიდა. აბა, მაშინ ხომ არ ვეტყოდი, როცა ხელშეკრულება არ იყო გასული?" - აცხადებს მიხეილ ქოსაშვილი. ის კასპის ხალხური სიმღერების ანსამბლის ,,მოურავი" სოლისტია. აღნიშნული ანსამბლის დაფინანსების საკითხზე გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსი თეა ხორბალაძე მუნიციპალიტეტის გამგებლის თათბირზე მუდმივად ამახვილებდა ყურადღებას.

 

ლია ბეგლარაშვილი ამბობს, გაერთიანების ამჟამინდელი დირექტორი (რომელიც 2015 წლის 4 თებერვალს დაინიშნა) კასპის გამგებლის მოადგილის ჯამბულატ ქამხაძის ნათესავია.

 

აღნიშნულ ანსამბლს ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსების წყაროები 2013-2014 წლებში გაუჩნდა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ თემაზე კულტურის სამსახურის უფროსი თეა ხორბალაძე გამგებლის თათბირზე გამუდმებით საუბრობდა. ,,დავაფინანსოთ რა მოურავი. კარგი ანსამბლია" - ასე ლობირებდა ხოლმე თეა ხორბალაძე.

 

2015 წლის 4 თებერვალს ,,მოურავის" სოლისტი კულტურის გაერთიანების დირექტორად დაინიშნა. 

 

ლია ბეგლარაშვილი იხსენებს, რომ მასსა და დირექტორს შორის დაძაბულობა მიხეილ ქოსაშვილის დანიშვნის დღიდანვე შეინიშნებოდა. ბოლოს კონფლიქტი გორში კულტურის მინისტრის მიხეილ გიორგაძის ვიზიტის შემდეგ გაღვივდა, რადგან კულტურული ღონისძიებების ორგანიზების კუთხით მომუშავე ლია ბეგლარაშვილი ამ შეხვედრაზე არ წაიყვანეს. პირველი კამათი ქოსაშვილსა და ბეგლარაშვილს შორის ამ საკითხის ირგვლივ გაიმართა. ბოლოს ხელშეკრულების ვადის არგაგრძელებით დამთავრდა.

 

მიხეილ ქოსაშვილი ამბობს, რომ ლია ბეგლარაშვილი კონფლიქტურია. თეა ხორბალაძის სამუშაო კაბინეტში კი ამავე გაერთიანების თანამშრომლების განცხადებები (მოხსენებითი ბარათები) გამოჩნდა. ისინი თეა ხორბალაძეს ,,სწერენ", რომ ლია ბეგლარაშვილი მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს.

 

ლია ბეგლარაშვილის თქმით, ეს მოხსენებითი ბარათები მისმა აწ უკვე ყოფილმა თანამშრომლებმა სამსახურის დაკარგვის შიშით დაწერეს.

 

იმ დროს, როდესაც კულტურის გაერთიანების დირექტორი მიხეილ ქოსაშვილი ლია ბეგლარაშვილის კონფლიქტურობის თაობაზე საუბრობდა, ამავე გაერთიანების სხვა სპეციალისტი ვალტერ ბახტაძე შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის აპარატურის დამტვრევას შეეცადა.

 

იხ. ვიდეო 

 


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები