სტატიები
აბანოს მოსახლეობამ ოსებს ძროხები დაუბრუნა

 

ოსური მოსახლეობის საქონელი სამშაბათს, 20 მაისს, აბანოელებმა საკუთარ ნაკვეთში იპოვეს. 

 

,,საქონელს ოთხი დღის განმავლობაში აბანოელები უვლიდნენ და ინახავდნენ. ადგილობრივები მიხვდნენ, რომ ეს ძროხები მეზობელი ოსური სოფლებიდან გადმოვიდა, რადგან ყურებზე აცრის აღმნიშვნელი ნიშნები არ ჰქონდათ. საკითხის მოგვარებაში ევროკავშირის წარმომადგენლობა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური სამსახური ჩაერთო და საქონელი პატრონებს დავუბრუნეთ" - განაცხადა მარიამ გულისაშვილმა.

 

გამგებლის წარმომადგენლის თქმით, საქონლის პატრონებმა აბანოელების მიმართ მადლიერება გამოხატეს, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ქართველებმა სანაცვლოდ ფულადი თანხის ანაზღაურებაზე უარი თქვეს.

 

,,გვითხრეს, ჯარიმასაც გადავიხდით და იმ ზარალსაც ავანზღაურებთ, თუ რამ მოგადგათ ნაკვეთებში ზიანიო, მაგრამ უარი ვუთხარით ამაზე. აბანოელებს მადლობები გადაუხადეს. აბანოელებმა უთხრეს, რომ მზად არიან ასეთი საკითხები მშვიდობიანად და მეგობრულად მოაგვარონ. პირობით საზღვართან გადასცეს ძროხები" - განაცხადა მარიამ გულისაშვილმა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები