სტატიები
,,აქ რა უნდა ბენზინგასამართ სადგურს?"

 

სანდრო გზირიშვილის ინიციატივას მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი ეთანხმება. მან ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტებს საკითხის შესწავლა და მშენებლობაზე გაცემული ნებართვების მოძიება დაავალა. გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტი ქეთევან წივწივაძე მშენებლისგან დოკუმენტაციას ბოლო დღემდე ელოდება.

 

ქეთევან წივწივაძის განცხადებით, რეკრეაციულ ზონაში ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობაზე ნებართვა 2010-2014 წლის მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით მესროფაშვილს გაუცია. გამგეობაში დოკუმენტაცია ვერ ნახეს.

 

ვახტან ბეჟიტაშვილისთვის, რომელიც საკრებულოს დამოუკიდებელი წევრია, გაუგებრია, თუ რატომ ჰქონდა მშენებლობაზე გაცემის ნებართვის შესაძლებლობა საკრებულოს, ნაცვლად, გამგეობის შესაბამისი სამსახურისა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები