სტატიები
6 ივლისს გორში კალათბურთის ჩემპიონატის ტურნირი გაიმართება – გამარჯვებულებს კი ტალინში ელოდებიან

შეხვედრები ტარდება საქართველოს 11 ქალაქში: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, თელავი, მცხეთა, ოზურგეთი, გორი, რუსთავი, ზუგდიდი, ბორჯომი, ამბროლაური. ფინალური ეტაპი ჩატარდება საქართველოს დედაქალაქ თბილისში. ჩემპიონატი ტარდება FIBA-ს ეგიდით და გაიმართება სპორტ კორტის მოედანზე. ტურნეში მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობაა 1000 მდე.

ტურნეს გამარჯვებული გაემგზავრება 8-9 აგვისტოს ტალინში, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე.

ჩემპიონატი საზეიმოდ 22 ივნისს თბილისში გაიხსნა და 12 ივლისს თბილისშივე დასრულდება. გრაფიკი ასეთია:

კვირა – 22 ივნისი- თბილისი – TBILISI MALL

სამშაბათი – 24 ივნისი – მცხეთა

ხუთშაბათი -26 ივნისი – თელავი

კვირა – 29 ივნისი – ბათუმი
ორშაბათი – 30 ივნისი – ოზურგეთი

სამშაბათი – 1 ივლისი – ზუგდიდი

ოთხშაბათი – 2 ივლისი – ქუთაისი

ხუთშაბათი – 3 ივლისი – ამბროლაური

პარასკევი – 4 ივლისი- ბორჯომი

კვირა – 6 ივლისი – გორი

ოთხშაბათი – 9 ივლისი – რუსთავი

შაბათი- 12 ივლისი – თბილისი

კალათბურთის ფედერაცია გაიღებს შემდეგ ხარჯებს: – ინვენტარის იჯარას. – მსაჯთა ჯგუფის მიერ თამაშის მომსახურებას. – ტურნირის ორგანიზატორთა სპეციალური მაისურების, ასევე მოთამაშეთა ფორმების ხარჯებს. – 3×3 Georgian Tour 2014-ის მოთამაშეების, ტურნირისს დროს გამართულ სხვადასხვა საშეჯიბრო კონკურსის გამარჯვებულების თასებით, სიგელებით, მედლებით დაჯილდოვებას.

მოთამაშეების რეგისტრაცია ხორციელდება www.3x3planet.com – საიტზე

Print

სტატიის გამოყენების პირობები