სტატიები
,ოქრუაშვილი პარლამენტარობისთვის ემზადება” – კანდიდატები ერთმანეთის შესახებ (VIDEO)

,,მას სურს, რომ ჩვენი პლაცდარმი გამოიყენოს და საპარლამენტო არჩევნებზე კენჭი იყაროს.” – განაცხადა ჯირკველიშვილმა. ყურადღება გამაახვილმა ოქრუაშვილის ბოლოდროინდელ განცხადებებზე, როდესაც ეს უკანასკნელი ამომრჩევლებს ეუბნებოდა, რომ არასამთავრობოების აზრი არ აინტერესებს, მაწანწალა ძაღლებს დაძინების მეშვეობით მოიშორებს, ხოლო ინვესტორებს, როგორც ქალაქის ხელმძღვანელი, რასაც უნდა იმას უკარნახებს. ეს განცხადებები შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა ოქრუაშვილის შეხვედრების დროს 2014 წლის 3 და 5 ივნისს ჩაიწერა.

 

,,რასაც ადრე აკეთებდა, იმას ამბობს” – უპასუხეს ჯირკველიშვილს ექიმებმა ოქრუაშვილის შესახებ. მედ-პერსონალმა ჯირკველიშვილს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

 

თავის მხრივ, არც ოქრუაშვილი ჩამორჩება ჯირკველიშვილის შესახებ საუბარში. პირველ ტურში მან წინასაარჩევნო კამპანია, სწორედ, ჯირკველიშვილს დაუთმო. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მიერ ჩაწერილ ვიდეოებში ოქრუაშვილი ამომრჩევლებს, სხვადასხვა უბანში, უყვება ერთი და იგივე ისტორიას, თუ როგორ მივიდა ჯირკველიშვილის კლასელი ,,ქართული პარტიის” ოფისში და როგორ დაახასიათა ის:

 

,,ერთი კვირის წინ მოვიდა ჩვენთან ოფისში ცოტა ასაკოვანი კაცი. მითხრა, ჯირკველიშვილის მეგობარი ვარო. მეო მაწყობსო მისი გამარჯვება, რადგან თუ რამე დამჭირდა, მივალო, მაგრამო ეგ არაფრის გამკეთებელიაო. აბა, მეგობარი რომ მაგას იტყვის, სხვამ რაღა უნდა თქვას. თორემ მე არც ვიცნობდი ჯირკველიშვილს” – აცხადებდა ოქრუაშვილი. გორის ერთ-ერთ უბანში ოქრუაშვილს შეუსწორეს, მეგობარი არ იქნებოდაო, ოქრუაშვილმაც დააზუსტა: კლასელი იყოო.

 

მეორე ტურში, როგორც აღვნიშნეთ, გორის მოსახლეობამ ორი კანდიდატიდან (ზურაბ ჯირკველიშვილი, ,,ქართული ოცნება”; კახაბერ ერგემლიძე – ,,ქართული პარტია”) მერად ერთ-ერთი უნდა აირჩიოს. ხოლო გორის რაიონში მმართველი პარტიის კანდიდატს დავით ონიაშვილს ოქრუაშვილის რჩეული ბონდო ვათიაშვილი უპირისპირდება. ოქრუაშვილმა და ერგემლიძემ საკუთარ სოფლებში (ტყვიავსა და ნიქოზში) არჩევნებში სამივე მიმართულებით წააგეს. დავით ონიაშვილმა კი მშობლიურ სოფელ ატენში (ერთ-ერთ მრავალამომრჩევლიან დასახლებაში) ,,ქართულ პარტიას” და მის კანდიდატს პირწმინდად მოუგო და მესამე ადგილზე ჩამოიტოვა. რაც შეეხება ბონდო ვათიაშვილს, მის სოფელში, ახრისში გამარჯვებას მიაღწია, მაგრამ ახალუბნის თემში, სადაც რამდენიმე სოფელი შედის (აძვი, ახრისი, მუმლაანთკარი, ქვემო არცევი, ქვეში, ციცაგიანთკარი, ჯარიაშენი), ,,ქართული პარტია” მმართველ გუნდს ჩამორჩა.

 

პირველ ტურში გორის მერობის კანდიდატებმა (40 441 ამომრჩევლიან ქალაქში) უბნებზე გამოცხადებულ, 13 090 ამომრჩევლის ხმა ხმა შემდეგნაირად გაინაწილეს:

 

ზურაბ ჯირკველიშვილი (ქართული ოცნება) – 5286 ხმა (40,38%)
კახა ერგემლიძე (ქართული პარტია) – 3832 ხმა (29,27%)

არჩილ საბიაშვილი (ნაციონალური მოძრაობა) – 1947 ხმა (14,87%)
მამუკა ნოზაძე (ნინო ბურჯანაძე – ერთიანი მოძრაობა) – 874 ხმა (6,68%)
თამაზ მაყაშვილი (ერთიანობის დარბაზი) – 644 (4,92%)
ვასილ ბუთხუზი (კახა კუკავა – არასაპარლამენტო ოპოზიცია) – 427 ხმა (3,26%)
გიული მუკნიაშვილი (მშრომელთა საბჭო) – 80 (0,61%)
გაბათილებული 713 ბიულეტენს

 

რაც შეეხება ქალაქის პროპორციულ შედეგებს, აქ 13 616 ხმა ასე გადანაწილდა:

 

,,ქართული ოცნება” – 4914 ხმა (36,09%)
,,ქართული პარტია” – 3844 ხმა (28,23%)
,,ნაც, მოძრაობა” – 2107 ხმა (15,47%)
,,ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიცია) – 1054 ხმა (7,74%)
,,შალვა ნათელაშვილი – ლეიბორისტული პარტია” – 593
,,დავით თარხან-მოურავი, პატრიოტთა ალიანსი” – 472
,,არასაპარლამენტო ოპოზიცია” (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე) – 257
,,სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს გზა” – 145
,,თვითმმართველობა ხალხს” – 23
ბათილი – 617 ბიულეტენი

 

გორის რაიონის თემი: (გამგებლის არჩევნები)


დავით ონიაშვილი ,,ქართული ოცნება” – 12 939 (46,13%)
ბონდო ვათიაშვილი ,,ქართული პარტია” – 7 533 (26,86%)
კახა ტოლიაშვილი ,,ნაციონალური მოძრაობა” – 4 589 (16,36%)
გაბათილებულ იქნა 1742

 

გორის რაიონის თემი: (პროპორციული არჩევნები)


,,ქართული ოცნება” – 12 448 (43,07%)
,,ქართული პარტია” – 7 489 (25,91%)
,,ნაციონალური მოძრაობა” – 4 461 (15,44%)
,,ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიცია”) – 2 494 (8,63%)
გაბათილებულია 1308 ბიულეტენი

Print

სტატიის გამოყენების პირობები