სტატიები
სამხარეო პოლიციის უფროსი გაათავისუფლეს

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს. მათი თქმით, გათავისუფლებულია, მხოლოდ, ხელმძღვანელი, ხოლო მოადგილეებს ცვლილება არ შეხებია.

 

სამინისტროში, ჯერ-ჯერობით, მისი შემცვლელის ვინაობას არ ასახელებენ.

 

იაგო საური პოლიციის უფროსად 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე კოალიცია ,,ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ დაინიშნა. 2012 წლამდე ის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში მუშაობდა. დაბადებულია ხაშურში.

 

მისი ხელმძღვანელობის პერიოდში, 2013 წელს, დაკავებული მოქალაქეების ცემის (გორში, ქარელში) შემთხვევები დაფიქსირდა. ასევე ამავე პერიოდს უკავშირდება რესტორან ,,მონადირეში" ძმების ცემის ფაქტი, სადაც, მთავარ მოქმედ პირად, გორის პოლიციის უფროსის დავით ბუხრაძის მძღოლი ფიგურირებს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები