სტატიები
,,ფაშისტური გადაწყვეტილება" - საკრებულოში ოპოზიციას ადგილებს არ უთმობენ

პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელი ილია კიტრიაშვილი საკრებულოს წევრებისგან ვახტანგ ხათაშვილის სასარგებლოდ მხარდაჭერას ითხოვდა. მათ შორის კოალიციის მხირდანაც. მისი თქმით, კოალიცია ,,ქართული ოცნების" წევრები საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, მხოლოდ, საკუთარ კანდიდატებს უჭერენ მხარს. ,,ნუ დაამსგავსებთ ფაშისტურ გადაწყვეტილებას" - განაცხადა ილია კიტრიაშვილმა, რომელსაც კოალიციის წევრების მხრიდან ხმაური და პროტესტი მოჰყვა.

 

ვახტანგ ხათაშვილი სოფელ ხოვლის მაჟორიტარია. მან კასპის პოლიციის უფროსის სოფელში ,,ქართული ოცნების" კანდიდატი დამაჯერებლად დაამარცხა. პროფესიით ინჟინერია, სოფელში ფერმერულ მეურნეობას მისდევს, განავითარა მეფუტკრეობა.

 

ქეთევან წურწუმია კი ასპარეზზე 2012 წელს სააგენტო ,,ინფო9"-ის ჩამოყალიბების შემდეგ გამოჩნდა. სააგენტოს გაუქმების შემდეგ (6 თვეში) ის კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობაში პრესსამსახურად დანიშნეს, საიდანაც 3 თვეში გაათავისუფლეს. შემდეგ მუშაობა ტელეკომპანია ,,თრიალეთში" დაიწყო. პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების" გამგეობის წევრი ,,თრიალეთში" თვეზე მეტ ხანს დარჩა. შემდეგ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის სპეციალისტად  გააფორმეს. ამ თანამდებობაზე 2014 წლის თებერვლის ბოლოდან მუშაობდა.

 

საბოლოოდ, კენჭისყრა ქეთევან წურწუმიას სასარგებლოდ დამთავრდა. მას 17-მა დეპუტატმა, ხოლო ვახტანგ ხათაშვილს 13-მა დეპუტატმა მისცა. ხმა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები