სტატიები
სეტყვა და სასირეთის დეპუტატი ხალხის გვერდით

,,ამ ცილისწამებაზე პასუხს ვაგებინებ" - გვეუბნება დალი დავითაშვილი. ის მართლაც ზარალის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე იყო, რომლის შემადგენლობაში, მასთან ერთად, სოფლის მეურნეობის სპეციალისტები იყვნენ შეყვანილი. კასპის რაიონის რამდენიმე სოფელში სეტყვა ივნისში დაფიქსირდა.

 

ბეჟიტაშვილი იმასაც აცხადებს, რომ დალი დავითაშვილმა არა თუ კონკრეტულ პიროვნებებს, არამედ მთელ სოფელს მიაყენა შეურაცხყოფა. ,,ეუბნებოდა, რომ მას არ უყვარს ეს სოფელი" - ამბობს ბეჟიტაშვილი. კონკრეტულად, ვის მიაყენა შეურაცხყოფა გამგებლის მოადგილემ, ვახტანგ ბეჟიტაშვილი არ აკონკრეტებს: ,,ეს ზოგადად იყო. მეც გადმოცემით ვიცი" - განმარტავს სოფლის წარმომადგენელი.

 

დალი დავითაშვილი სოფლის დეპუტატს სიცრუეში ადანაშაულებს. მისი თქმით, ადგილი აქვს პირად ინტერესს, რომლის შესახებ საუბარს გამგებლის მოადგილე თავს არიდებს. ის დეტალურად ყვება კომისიის მუშაობის პროცედურაზე.

 

,,ჩემი სამუშაო იქ დამთავრდა, როდესაც სპეციალისტებმა შედეგი დადეს. მოსავალს რა ზარალი მიადგა, ეს სპეციალისტებმა დაადგინეს, რომელიც კომისიის შემადგენლობაში იყვნენ. 100%-იანი ზარალი იმ შემთხვევაში იქნებოდა, როდესაც სეტყვა ხესაც დააზიანებდა და სამომავლოდ უნაყოფოს გახდის. რაც შეეხება ბრალდებას შეურაცხყოფის შესახებ ეს არის სიცრუე. ადგილზე შემოწმების დროს ადგილი ჰქონდა კამათს, ოღონდ, ეს კამათი ეხებოდა ზარალის ხარისხს.  ყველას უნდოდა, რომ ზარალი 100%-ით დაფიქსირებულიყო, მაგრამ ეს შეუძლებელია. კი, ბატონო, შეიქმნას ახალი კომისია და თუ დაადგენენ 100%-იან ზარალს, მე, მხოლოდ, მივესალმები" - ამბობს ზარალის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე.

 

საჩივრის ავტორები 22 ივლისს მუნიციპალიტეტის გამგებელს გოჩა გოჩიტაშვილს შეხვდნენ. გამგებელი მათ დაპირდა, რომ კომისია, ახალი თავმჯდომარის პირობებში, ზარალს ხელახლა დაითვლის. მან სასირეთელებს  შესთავაზა, რომ საკრებულოს მიერ დამტკიცებულ კომისიაში მათთვის ნდობით აღჭურვილი სპეციალისტებიც შეიყვანონ. გამგებლის ინფორმაციით, ზარალი 10-მდე სოფელს მიადგა და მთავრობა, სავარაუდოდ, მილიონამდე ლარს გამოყოფს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები