სტატიები
გიორგი (გორკა) მერებაშვილის ხსოვნის ტურნირი


ქალაქ კასპში, უკვე მეშვიდედ ჩატარდა ტრადიციული რესპუბლიკური ტურნირი ქართულ ჭიდაობაში, რომელიც ტრაგიკულად დაღუპულგიორგი (გორკა) მერებაშვილის ხსოვნას მიეძღვნა.
ტურნირი, რომელშიც სხვადასხვა რაიონებისა და ქალაქების მოჭიდავეები მონაწილეობდნენ, 6 წონით კატეგორიაში ჩატარდა. 


კასპელმა მოჭიდავეებმა სამი პირველი, სამი მეორე და ორი მესამე ადგილები მოიპოვეს. საპრიზო ადგილზე გასული ყველა მოჭიდავესიგელებით, მედლებით, ფულადი პრემიებით დაჯილდოვდნენ. 62 კგ. წონითი კატეგორიაში გამარჯვებულ - ქარელელ იოსებ ცერცვაძეს პრიზი გიორგი (გორკა) მერებაშვილის დისშვილმა ანი ხორგუაშვილმა გადასცა.


ტურნირს ესწრებოდნენ კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი და მოადგილე ჯამბოლატ ქამხაძე.

შედეგები ასე შეჯამდა:

 

55 კგ. წონითი კატეგორია:
I ადგილი - ოთარ გაბინაშვილი (კასპი)
II ადგილი - პაატა მალაციძე (კასპი)
III ადგილი - გიორგი მალაციძე (კასპი)

 

62 კგ. წონითი კატეგორია: 
I ადგილი - იოსებ ცერცვაძე (ქარელი)
II ადგილი - დავით გეჯაძე (კასპი)
III ადგილი - ალეკო ქვრივიშვილი (კასპი)

 

68 კგ. წონითი კატეგორია: 
I ადგილი - ზვიად ოდოშაშვილი (კასპი)
II ადგილი - ტრისტან ფეიქრიშვილი (კასპი)
III ადგილი - გიგა ბერიაშვილი (კასპი)

 

75 კგ. წონითი კატეგორია:
I ადგილი - გიორგი კანკავა (კასპი)
II ადგილი - მიხეილ ჩოხელი (დედოფლისწყარო)
III ადგილი - ვანო თორთლაძე (ქ. გორი)

 

85 კგ. წონითი კატეგორია:
I ადგილი - გიორგი პაპუნაშვილი (ქ. გორი)
II ადგილი - ზვიად კაპანაძე (ქარელი)
III ადგილი - ანრი ბიბილაშვილი (ქ. გორი)

Print

სტატიის გამოყენების პირობები