სტატიები
მკაცრი ნორმები კომპანიებს და 80-იანი წწ-ის სამშენებლო სტანდარტი კასპში

 

ეს გადაწყვეტილება კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობამ იმ სტატიის შემდეგ მიიღო, რომელიც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა 2014 წლის 17 ივლისს გამოაქვეყნა სახელწოდებით: ,,დიდი აფიორა კასპის მუნიციპალიტეტში - ,,ლებე" ბრუნდება". სტატიაში აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობას იღებს კომპანია ,,აღმაშენებელი 2014", რომელიც კომპანია ,,ლებეს" სამართალმემკვიდრე 2014 წლის აპრილში გახდა. ,,ლებე"-ს მეპატრონეები 2013 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააპატიმრა. 

 

რაც შეეხება 25 ივლისს კასპის მუნიციპალიტეტის მიერ შედგენილ ახალ სანქციებს, ისინი ასე ფორმულირდება:

 

,,პრეტენდენტებს - კერძო სამართლის იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, რომელთა ხელმძღვანელები ბოლო სამი წლის განმავლობაში გასამართლებული იქნენ ეკონომიკური დანაშაუელებისთვის, იხდიან სასჯელს ან დანაშაული ჩადენილია მათი (კერძო სამართლის იურიდიული და იურიდიული პირის) გამოყენებით, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მიენიჭებათ დისკვალიფიკაცია. საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს ცნობა ნასამართლეობის შესახებ ბოლო სამი წლის განმავლობაში."

 

,,იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობის შედეგად გამარჯვებული მიმწოდებლის მიერ სისტემაში დაფიქსირებული ბოლო ფასი 20%-ზე მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, მიმწოდებელმა უნდა დაამტკიცოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა ანდა ამ ფასად ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. მოთხოვნის შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი ინვოისები და დადებითი საექსპერტო დასკვნა."

 

,,მიმწოდებელი ვალდებულია არაუგვიანეს 15 დღის განმავლობაში დაიწყოს სამუშაოები, წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი (გამგეობა) იტოვებს უფლებას შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოითხოვოს პირგასამტეხელო სახელშეკრულებო ღირებულების 20%-ის ოდენობით."

 

,,მშენებლობის საერთო ხანგრძლივობა განსაზღვრულია სამშენებლო ნორმებისა და წესების მიხედვით 04.03.1985 და ცვლილებით 1987 წელი."

 

,,სამუშაოების მიმდინარეობისას მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ფოტოილუსტრაცია კონკრეტულ მონაკვეთზე სამუშაოების დაწყებამდე და სამუშაოების შემდეგ."

 

პ.ს. ჯერ-ჯერობით, ეს სანქციები ვრცელდება 25 ივლისს გამოცხადებულ ტენდერზე, რომელიც კასპის ქუჩებში ორმოულების ამოვსებას ეხება. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 29 800 ლარია. 25 ივლისის შემდეგ სხვა ტენდერი ჯერ არაა გამოცხადებული.

 

 

 

 

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები