სტატიები
იურიდიულ ლაბირინთებში ,,გახვეულები" - მასტერკლასი ,,ოცნების" საკრებულოებს

 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე იურიდიულ ,,ლაბირინთებიდან" იმ დროს სცადეს თავის დაღწევა, როდესაც ფრაქციების შექმნასთან დაკავშირებით, წევრების მიღება/არ მიღების საკითხს იხილავდნენ. როგორც ყველა მუნიციპალიტეტში, აქაც ფრაქციების რაოდენობა 10-მდე იზრდება. მცირერიცხოვან ოპოზიციონერებთან ერთად ფრაქციებისკენ ბლოკ ,,ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტიების წარმომადგენლებიც, ცალ-ცალკე, ისწრაფვიან.  სახელების მოფიქრება კი მმართველი გუნდის წევრებს არ უჭირთ: ,,ფრაქცია ,,ქართული ოცნება"; ფრაქცია ,,ქართული ოცნება - რესპუბლიკელები"; ფრაქცია ,,ქართული ოცნება - თავისუფალი დემოკრატები"; ფრაქცია ,,ქართული ოცნება......" ფრაქცია  ,,ქარელელები" და ა.შ.

 

რაც უფრო მეტი ფრაქცია იქმნება, მით მეტი მისი თავმჯდომარე ირჩევა. ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობა კი ანაზღაურებადია და  სარგო 1000 ლარს აღწევს. მაგალითად, 10 ფრაქციან საკრებულოში ფრაქციის თავმჯდომარის ანაზღაურებაზე თვეში, მარტივი არითმეტიკით, 10 ათასი ლარი გაიხარჯება.

 

ქარელის მუნიციპალიტეტში კი დისკუსია იმან გამოიწვია, თუ როგორც შეიძლება მოხვდნენ დამოუკიდებელი კანდიდატები ფრაქციებში; და სად უფროა მათი ადგილი - ოპოზიციურ თუ მმართველი გუნდის წევრებით დაკომპლექტებულ ფრაქციებში.

 

კასპის მუნიციპალიტეტში ფრაქციების თემამ, შედარებით, უმტკივნეულოდ გადაიარა. სამაგიეროდ, აქ უმცირესობისა და უმრავლესობის კამათი საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებმა გამოიწვია.

 

კასპის საკრებულოს იურიდიულმა სამსახურმა დებულებაში ერთ-ერთ პუნქტად ჩაწერა, რომ საკრებულოს წევრს უფლებამოსილება მაშინ შეუწყდება, თუკი სასამართლოს საბოლოო ინსტანციის გამამტყუნებელი განაჩენი დადგება. ოპოზიციამ ეს ფრაზა გააპროტესტა, რადგან საბოლოო ინსტანციად უზენაესი სასამართლო ითვლება. ამ შემთხვევაში კი რაიონული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში საკრებულოს წევრის უფლებამოსილებას საფრთხე არ დაემუქრება.

 

იხილეთ დისკუსიების ამსახველი ვიდეო:

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები