სტატიები
,,ვაფრთხილებ გამგებელს" - ონოფრიშვილის გაბრაზებული წარმომადგენელი

 

ხიზანიშვილის მკაცრი ტონი, თავდაპირველად, იმით დაიწყო, რომ მას საკრებულოს სხდომის შესახებ, წინა დღით, საღამოს 4 საათზე შეატყობინეს. ამის გამო, ქუთაისის პარლამენტიდან ჯერ თბილისში შუაღამით ჩავიდა, შემდეგ დილით კასპში სხდომაზე დასასწრებად წავიდა. მაგიდაზე კი 10-ზე მეტი საკითხების პროექტები დაახვედრეს, რომელზეც განხილვის გარეშე ხმა უნდა მიეცა.

 

,,ეს იქნება პირველი ჩემი შენიშვნა აპარატის მიმართ. თუ კვლავ განმეორდება მსგავსი შემთხვევა, რომ დეპუტატს წინასწარ არ აცნობენ სხდომის საკითხებს, მე საერთოდ აღარ მოვალ სხომაზე." - განაცხადა რამაზ ხიზანიშვილმა.  ,,იძულებული გავხდები, პარლამენტის წესები შემოვიღო აქ" - დასძინა ხიზანიშვილმა.

 

გაირკვა, რომ აპარატში 42 თანამშრომელი მუშაობს.

 

მისი კრიტიკა მუნიციპალიტეტის გამგებლის დებულებაში ჩაწერილმა პუნქტებმაც გამოიწვია. კერძოდ, დანიშვნა-მოხსნის პროცედურებმა. მუნიციპალიტეტის გამგებელს კი მკაცრად მოუწოდა, რომ თანამდებობებზე ის ხალხი აღარ დანიშნოს, რომლებიც მას წინასაარჩევნო პერიოდში ებრძოდნენ.

 

,,გადაეცით გოჩას. აღარ დანიშნოს ის ხალხი, ვინც მე მებრძოდა წინასაარჩევნო პერიოდში. გადაეცით. გვარებს არ დავასახელებ. თუ კვლავ იმ ხალხს დავინახავ, სხვაგვარად იქნება საქმე. ღარიბაშვილმა შეცვალა 7 კაცი და გამგეობამ ეს ვერ უნდა გააკეთოს?" - განაცხადა ხიზანიშვილმა.

 

რამაზ ხიზანიშვილმა აღშფოთება ვერ დამალა იმ 12 ათას ლარის შესახებ, რომელიც ბოლო ორი წელია, რეზერვისტების მობილიზების შესახებ, იდო მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. ,,ორი წელია რეზერვისტები არავის გამოუძახებია და ეს თანხა სად მიდიოდა?" - იკითხა ხიზანიშვილმა.

 

აღმოჩნდა, რომ სამხედრო გაწვევის სამსახურის უფროსი სხდომაზე არ იმყოფებოდა. ეს კი დამატებითი აღშფოთების მიზეზი გახდა.

 

იხ. უფრო ვრცლად:

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები