სტატიები
,,თვითმმართველების" პირველი სხდომები

 

თვითმმართველი თემის, გორის (შემდგომში -  რაიონის) საკრებულოს ხელმძღვანელს კოტე თავზარაშვილს 35 დეპუტატიდან ხმა 22-მა დეპუტატმა მისცა. 13 ბიულეტენი გაბათილდა. მისი კანდიდატურა ბლოკ ,,ქართული ოცნების" შემდეგმა წევრებმა: გელა კაპანაძემ, ზურაბ ქაჩლიშვილმა, კობა ბერიანიძემ, თემურ გიგუაშვილმა, მერაბ მელანაშვილმა, ზურაბ ჯალაბაძემ, ვახტანგ ბერკაცაშვილმა, ხათუნა ხათაშვილმა, ლიანა კოვზიაშვილმა და ვასილ არჩვაძემ წარადგინეს. 

 

რაიონის საკრებულოს თავმჯდომარედ არჩეულმა კოტე თავზარაშვილმა მოადგილედ თემურ გიგუაშვილის კანდიდატურა დაასახელა. გიგუაშვილს ხმა 24-მა დეპუტატმა, ანუ ორით მეტმა, ვიდრე კოტე თავზარაშვილს. თეიმურაზ გიგუაშვილი სოფელ ტყვიავის მაჟორიტარი დეპუტატია საკრებულოში. ეს ის სოფელია, სადაც ,,ქართული პარტიის" თავმჯდომარის ირაკლი ოქრუაშვილის მშობლიურ სოფელში ,,ქართულმა ოცნებამ" - პროპორციულ, მაჟორიტარულ და რაიონის გამგებლის არჩევნებში - ოქრუაშვილის გუნდის წევრები დაამარცხა.

 

რ ა ი ო ნ ი ს ს ა კ რ ე ბ უ ლ ო ს შემადგენლობა

,,ქართული ოცნება”

1. კონსტანტინე თავზარაშვილი
2.ვახტანგ ბერკაცაშვილი

3. გიორგი რაზმაძე
4. ხათუნა ხათაშვილი
5. გელა კაპანაძე
6. ზურაბ ჯალაბაძე
7. ავთანდილ თათრიშვილი

,,ქართული პარტია”

1. თემურ აფხაზაშვილი
2. იოსებ გიგუაშვილი 
3. თეო ტლაშაძე
4. თამაზ ბეგიაშვილი

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”

1. კობა ტლაშაძე
2. ივანე ნუსხელიძე
3. თევდორე ხოსრუაშვილი

,,ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიცია”

1. თამარ კოდოშვილი.

 

გორის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარები

1. ატენი
სოსო ვანიშვილი (,,ქართული ოცნება”) 

2.ახალუბანი
ილია მიღრიჯანაშვილი (ქართული ოცნება)

3. ბერბუკი
თამაზ ტერმაკოზაშვილი (ქართული ოცნება) 

4. ბოშური

მურად თოფჩიშვილი (დამოუკიდებელი) 

5. დიცი
ციცინო სოსიაშვილი (დამოუკიდებელი) 

6.ვარიანი
ზვიად დავითიძე (ქართული ოცნება) 

7. ზეღდულეთი
კობა ბერიანიძე (ქართული ოცნება) 

8.კარალეთი
ვანო არჩუაძე – ,,ქართული ოცნება”

9. მერეთი
მერაბ მახარაშვილი (ქართული პარტია) 

10. მეჯვრისხევი
ალ. ბუჯიაშვილი ,,ქართული ოცნება” 

11. ნიქოზი
მერაბ მელანაშვილი (ქართული ოცნება)

12. სკრა

ბეჟან ოქროშიაშვილი (ქართული ოცნება)

13. ტინისხიდი

მარლენ ნადირაძე (ქართული ოცნება) 

14. ტირძნისი
ჯაბა იმერლიშვილი (ქართული პარტია)

15. ტყვიავი

თეიმურაზ გიგუაშვილი (ქართული ოცნება)

16. ქვახვრელი
ნიაზ ნიაზაშვილი (ქართული ოცნება) 

17. შავშვები
ზურაბ კუდუხაშვილი (ქართული ოცნება) 

18. შინდისი
ზურაბ ყაჯრიშვილი (ქართული ოცნება)

19. ძევერა

მევლუდ პურიჭამიაშვილი (დამოუკიდებელი)

20/ ხიდისთავი

ლიანა კოვზიაშვილი (,,ქართული ოცნება”)  

 

რაც შეეხება ქ ა ლ ა ქ ი ს    ს ა კ რ ე ბ უ ლ ო ს, 15 კაციან გუნდში, ,,ქართული პარტიას" 4 წევრი ჰყავს: რამაზ იოსელიანი, ლერი ლაფაჩი, ილია მეტრეველი და გიორგი ამბოკაძე. ,,ქართულ ოცნებას" კი - 8. (პაპუნა კობერიძე, დავით რაზმაძე, ნინო ზურაბიშვილი, იოსებ ფალელაშვილი, თამარ თედლიაშვილი, ვანო ჩხიკვაძე, დავით წეწვაძე,  მერაბ მაისურაძე); ,,ნაციონალებს" - მირიან გოდერძიშვილი; ,,ნინო ბურჯანაძე - ერთიან ოპოზიციას" - ზურაბ როსებაშვილი. ლეიბორისტულ პარტიას კი - ზაზა მეზვრიშვილი.

 

,,ქართულმა ოცნებამ" ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარედ პაპუნა კობერიძის კანდიდატურა დაასახელა. მომხსენებელი იყო ნინო ზურაბიშვილი. მან ის პირები ჩამოთვალა, ვინც პაპუნა კობერიძეს ასახელებს. 

 

შედეგების გამოცხადებისას აღმოჩნდა, რომ პაპუნა კობერიძეს 9 კანდიდატმა მისცა ხმა, ხოლო მის კონკურენტ რამაზ იოსელიანს ,,ქართული პარტიიდან" - 4. აღმოჩნდა, რომ პაპუნა კობერიძის მე-9 ხმა ოპოზიციიდან ერგო, თუმცა პირველ ეტაპზე გაურკვეველი დარჩა, თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ოპოზიციიდან (,,ნაციონალები"; ,,ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია" და ,,ლეიბორისტებიდან) პაპუნა კობერიძის მე-9 მხარდაჭერი?

 

პაპუნა კობერიძემ მოადგილედ ნინო ზურაბიშვილის კანდიდატი დაასახელა. მის დანიშვნას ასევე ტაშით შეხვდნენ. Qartli.gE-მ დააფიქსირა, რომ ნინო ზურაბიშვილის დანიშვნას ტაშით ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი მირიან გოდერძიშვილი შეხვდა.

 

იხ. ვიდეო

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები