სტატიები
მეტი ფრაქცია, მეტი 1500 ლარი - რას ელოდება ხალხი

 

,,თქვენ ხომ ერთი გუნდი ხართ? კოალიციურად წარმოადგენთ საკრებულოს? რა საჭიროა ფრაქციებად დაშლა?!" - აინტერესებს როგორც მას, ასევე ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს. ,,ნაციონალებმა" კოალიციური ბლოკის ფრაქციებად წარმოდგენა, საერთოდ, ,,ქართული ოცნების" დაშლად შეაფასა.

 

სოფელ კავთისხევის მაჟორიტარი დეპუტატი რამაზ ხიზანიშვილი, რომელიც პარალელურად საქართველოს პარლამენტის აპარატში მუშაობს, ფრაქციების თავმჯდომარეების ანაზღაურებას ,,ნაციონალურ მოძრაობას" აბრალებს.

 

,,თავდაპირველ ვარიანტში, რომელიც პარლამენტში დასამტკიცებლად წარადგინეს, ეწერა, რომ ფრაქციების ხელმძღვანელებს ანაზღაურების გარეშე უნდა ემუშავათ. შემდგომში ნაციონალების მოთხოვნით კოდექსში ჩაიწერა, რომ ის იქნებოდა ანაზღაურებადი თანამდებობა" - აღნიშნა ხიზანიშვილმა. 

 

ბეჟიტაშვილის შეფასებით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ,,არასაჭირო" ფრაქციები შეიქმნას. კოალიციის წევრები, მათ შორის, იურიდიული სამსახურის უფროსი ხათუნა თათანაშვილი ამტკიცებს, რომ ,,ქართულ ოცნებაში" შემავალ დეპუტატებს ხშირს შემთხვევაში ერთი აზრი არა აქვთ. ამ აზრთა სხვადასხვაობის გამოვლინების საუკეთესო საშუალება კი, სწორედ, ფრაქციების შექმნაა.

 

საკრებულოს ფრაქცია წარმოადგენს საერთო პოლიტიკური შეხედულების მქონე საკრებულოს წევრთა ნებაყოფლობით გაერთიანებას, რომელიც იქმნება საკრებულოში მათი საქმიანობის კოორდინაციის მიზნით.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები