სტატიები
რა შედეგი მოაქვს ნაჩქარევად დამტკიცებულ დებულებებს

 

საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ ცირა ინდუაშვილმა, რომელიც მაჟორიტარი დეპუტატია სოფელ ურბნისიდან და თავმჯდომარედ დოკუმენტების შემდეგ აირჩიეს, ამ კურიოზული შემთხვევის შესახებ დეპუტატებს მესამე სხდომაზე ამცნო. კაზუსი ტექნიკურ ხარვეზს დააბრალა, თუმცა სხდომაზე არ დამდგარა დებულებების პროექტების შემდგენი პირების პასუხისმგებლობის საკითხი.

 

ზოგადად, შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში შემავალ საკრებულოებს, პირველივე სხდომებზე, ,,ფორსმაჟორულ სიტუაციაში" კომისიების, ფრაქციების, გამგეობის სამსახურის და განყოფილებების დებულებების დამტკიცება ერთბაშად მოხდა. სწრაფი ტემპით - ზემოთ ჩამოთვლილი სტრუქტურების ხელმძღვანელები, ფრაქციების და კომისიების თავმჯდომარეებიც აირჩიეს. 20-ზე მეტ დეპუტატს კი ყურადღების მიღმა დოკუმენტებში გაპარული კაზუსები დარჩათ.

 

,,დასალაგებლები ვიყავით, გამოუცდელებიც ვიყავით და ამიტომ გაგვეპარა შეცდომები. ეკონომიკური სამსახური ძირითადი ფუნქციის გარეშე დავტოვეთ. ბეჭვდის დროს ამოვარდნილა მთლიანი მუხლი" - განაცხადა ცირა ინდუაშვილმა.

 

კიდევ უფრო საინტერესო აღმოჩნდა რეგლამენტში გაპარული შეცდომების შესახებ საკრებულოს თავმჯდომარის ვანო არდემანაშვილის განმარტება: ,,სხდომაზე საკითხი სწორად მივიღეთ, მაგრამ საკანონმდებლო მაცნეში" ატვირთვის დროს დეტალები გამოგვრჩენია" - განაცხადა არდემანაშვილმა.

 

იხ. ვიდეო:

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები