სტატიები
წყალი ცისტერნებით და წყლის გარეშე დარჩენილები

 

კომუნისტების პერიოდში სოფელში ყველა ოჯახს წყალი რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ სოფელ სამთავისიდან ონკანებით მიეწოდებოდა. დღეს თვითონ სამთავისის მოსახლეობას უჭირს წყალი, რადგან ახლად გაკეთებული წყლის სისტემა იქ მწყობრიდან უკვეა გამოსული.

 

ჩობალაური კვერნაკის ქედის ჩრდილო ფერდობზეა გაშენებული და ავტობანს ზემოდან დაჰყურებს. კეთილმოწყობის სამსახურის ცისტერნები სოფელში დილის 10-ის ნახევარზე შედის. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა ადგილზე დააფიქსირა, რომ წყალი ყველას არ ჰყოფნის.

 

,,ვისაც რამდენი უნდა, იმდენის წაღება შეუძლია" - გვითხრეს ჩობალაურელებმა. ისინი წყლის რაოდენობის გაზრდას ითხოვენ.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები