სტატიები
,,წყალი რომ არ მაქვს, მიხულანთ ნოდარასგან უნდა ვიგებდე?!" - განრისხებული გამგებელი

 

გადაწყდა, რომ სოფელ ჩობალაურში  კეთილმოწყობის სამსახური სპეციალური ცისტერნებით სასმელ წყალს კვირაში სამჯერ მიიტანს. Qartli.ge-მ ამ სოფლიდან მოამზადა სიუჟეტი, სადაც სოფელში არსებული მდგომარეობაა ასახული. 

 

სოფელ ცხავერში გამართული აქცია კი გამგებლის წარმომადგენელმა  სპეციალურად Qartli.gE-სთვის მომზადებულ ,,ინციდენტად" მონათლა. საქმე ეხება სოფელ გოსტიბისკენ მიმავალ გზაზე გუბერნატორსა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების მიმავალ ჯიპებს დახვედრილ მოსახლეობას.

 

საქადაგიანოსა და ხიდისყურის წარმომადგენელმა კი საყვედური იმაზე მიიღო, რომ მის დაწერილ ,,განცხადებებს" წყლის გრაფიკების შესახებ ადგილობრივები ვერ კითხულობენ. ,,მე არ დამიწერიაო" - უპასუხა სოფლის გამგებელმა.

 

იხ. ვრცლად:

 

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები