სტატიები
,,მოურავი ხართ ბატონო მერო" - რიგითი, უმცროსი და უფროსი სპეციალისტების არმია

 

ასე მაგალითად,

 

მერიის სტრუქტურული ერთეულის სამსახურის განყოფილების უმცროსი საჯარო მოხელე (მთავარი სპეციალისტი) - 700 ლარი

 

უმცროსი საჯარო მოხელე (წამყვანი სპეციალისტი) - 650 ლარი

 

უმცროსი საჯარო მოხელე(უფროსი სპეციალისტი) - 600 ლარი

 

უმცროსი საჯარო მოხელე (სპეციალისტი) - 580 ლარი

 

 

საკრებულოს წევრმა ,,ქართული პარტიიდან" რამაზ იოსელიანმა გორის მერს ,,მოურავი" უწოდა. ,,რა საჭიროა უფროსი, უმცროსი და ა.შ. სახელის სპეციალისტი. ერქვას ერთი სპეციალისტი, რომელიც იქნება პროფესიონალი, გამოცდილი. თუ ამ ხალხისთვის ტრენინგების ჩატარებას აპირებთ, იქნებ არ გაამართლოს ამ ტრენინგებმა?" - იკითხა რამაზ იოსელიანმა.

 

გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა აღნიშნა, რომ ტესტირების ჩატარების შემთხვევაში შესაძლოა რომელიმე კონკურსანტმა 50, 60 ან 80 ქულა აიღოს. შესაბამისად, რანგირების პრინციპით, უმცროს სპეციალისტს სტიმული ექნება, რომ თავისი მუშაობით უფროსი სპეციალისტის თანამდებობის მოპოვებისთვის იბრძოლოს.

 

საკრებულოს წევრმა ,,ქართული ოცნებიდან" სოსო ფალელაშვილმა იკითხა იმის შესახებ, თუ რა სტიმული შეიძლება გაუჩნდეს უმცროსს სპეციალისტს უფროსი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, მაშინ როდესაც მათ შორის ანაზღაურების სხვაობა სულ 20 ლარია.

 

სხდომაზე დამტკიცდა ასევე ხელმძღვანელი პირების თანამდებობრივი სარგოები:

 

გორის მერი - 2750 ლარი

მერის პირველი მოადგილე - 2 150 ლარი

მერის მოადგილე - 2050 ლარი

სამსახურის უფროსი - 1490 ლარი

განყოფილების უფროსი - 1000 ლარი

მერის წარმომადგენელი - 800 ლარი.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები