სტატიები
,,19 თანამშრომელი ერთ ბიბლიოთეკაში" - ,,აიპიების" თემა საკრებულოს სხდომაზე

 

კოალიცია ,,ქართული ოცნების" წარმომადგენელმა სოფელ კავთისხევიდან და, ამავე დროს, პარლამენტის აპარატის თანამშრომელმა რამაზ ხიზანიშვილმა კონტროლის პალატის მხრიდან მუნიციპაპიტეტის ფინანსური შემოწმება მოითხოვა. მას ე.წ. აიპიებში (არასამეწარმეო იურიდიულ პირებში) გაბერილი შტატები აღიზიანებს. საკრებულოს წევრმა ნაციონალური მოძრაობიდან რობერტ კავთიაშვილმა კი აიპიებში დასაქმებულ პირთა ხელშეკრულებების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. მისი განცხადებით, თანამშრომლებს ერთ თვიანი ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული.

 

მმართველი პარტიის წარმომადგენლის განცხადებები მიუღებლად მიიჩნია საკრებულოს დამოუკიდებელმა წევრმა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა. მისი აზრით, მთავრობის წარმომადგენლის მხრიდან გამოთქმული კრიტიკა მიუღებელია.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები