სტატიები
,,პედაგოგს უფლება აქვს ბავშვს უკბინოს" - ქალაქის საკრებულოს კურიოზული დადგენილება

 

მუხლი 9. აღსაზრდელის უსაფრთხოება

1. ,,საბავშვო ბაღის ნებისმიერ თანამშრომელს და პირველ რიგში პედაგოგიურ პერსონალს, არ აქვს უფლება:

1. სიტყვიერად დაამციროს, შეურაცხყოს აღსაზრდელი ან მისი ოჯახის წევრი

2. დასაჯოს ან დაამციროს აღსაზრდელი

3. დაემუქროს აღსაზრდელს ფიზიკური დასჯით

4. დაარტყას, წაარტყას, შეანჯღრიოს, უხეშად შეეხოს, გამოიყენოს ჯოხი ან სხვა რაიმე საგანი;

5. იხმაროს სალანძღავი სიტყვები აღსაზრდელის მიმართ ან აღსაზრდელის თანდასწრებით.

6. დაუყვიროს, შეაშინოს ან ჩაკეტოს ოთახში;

7. დააძალოს დაძიანება;

8. დააძალოს ჭამა ან დალევა

9. აუკრძალოს აღსაზრდელს ჭამა-სმა დასჯის მიზნით"

 

2. საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორი ვალდებულია დისციპლინასთან დაკავშირებული ყველა წესი გააცნოს თითოეულ თანამშრომელს და უზრუნველყოს მათი ზუსტი შესრულება. ამ შემთხვევაში, თუ ასეთი ფაქტი მაინც დაფიქსირდა, ადმინისტრაცია ვალდებულია, გააფორმოს ოქმი მოწმესთან ერთად და ამის საფუძველზე უფლებამოსილია, თანამშრომელი გაათავისუფლოს სამსახურიდან დამატებითი გაფრთხილების გარეშე" (ციტატის დასასრულია"

 

,,ეს მუხლი ჩემთვის ცოტა მიუღებელი და დასახვეწია. სხვა არაფერი საწინააღმდეგო მაქვს, მაგრამ ჩამონათვალი ისეა გაკეთებული, რომ აქ რაკი არ წერია, რომ კბენა არ შეიძლება, ე.ი. პედაგოგს შეუძლია ბავშვს უკბინოს" - აღნიშნა ვანო ჩხიკვაძემ.

 

ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ პაპუნა კობერიძემ განაცხადა, რომ რაკი ეს დებულება გარდამავალი დოკუმენტია, შესაძლოა, მისი შინაარსი მომავალში ცვლილელების სახით შეიცვალოს. დებულება ერთხმად დაამტკიცეს.

 

თუმცა დებულების დამტკიცებამდე გარკვეული შენიშვნები მაინც გამოითქვა. მაგალითად, მოითხოვეს, რომ დებულებაში განმარტებულიყო, რას ნიშნავდა კოგნიტური თამაშები, სოციალიზაცია და ა.შ.

 

ვანო ჩხიკვაძის აზრით, ასევე კარგი იქნება თუ საბავშვო ბაღებში აღდგება ტრადიციული თამაშები, ისეთი როგორიც ლახტია. საკრებულოს დეპუტატებმა გამოთქვეს აზრი, რომ აღდგეს გრძელი ვირი და ა.შ.

 

,,დღევანდელ თამაშებს თუ შევხედავთ, გრძელი ვირი მართლა ყველას ჯობია" - თქვა პაპუნა კობერიძემ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები