სტატიები
დაბარებული გამგებელი საკრებულოში გამოცხადდა, მაგრამ...

 

,,გამოცხადდეს გამგებელი და გაგვცეს კითხვაზე პასუხი, რატომ არ აქვს 3 თვე წყალი სამთავისს, წინარეხს, გომს, დოესს... ეს გამგებელმა არ იცოდა?!" - აცხადებს ხათუნა თათანაშვილი. ,,ეს არის მიზანმიმართული საბოტაჟი იმ ხალხისგან, ვინც გამგეობაში დიდი ხანია მუშაობენ. ხალხს ,,ქართული ოცნება" შეაჯავრეთ" - თქვა ხათუნა თათანაშვილმა.

 

,,რატომ არ მოდის გამგებელი საკრებულოს სხდომაზე, ძალიან მაინტერესებს, ეს კითხვები პირადად მან უნდა მოისმინოს" - დაამატა საკრებულოს წევრმა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა. ეს კითხვები 2014 წლის 27 აგვისტოს გაისმა.

 

 5 სექტემბერს მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი სხდომაზე გამოცხადდა. თუმცა ხათუნა თათანაშვილი და ვახტანგ ბეჟიტაშვილი არ ესწრებოდნენ. მიზეზი სხდომაზე არ განუმარტიათ.

 

,,ამჟამად, ჩვენი მიდგომა ასეთია. ონკანებში მასიურად უნდა დაყენდეს მრიცხველები, რომ არ მოხდეს სასმელი წყლის ხარჯვა სარწყავი დანიშნულებით." - განაცხადა გოჩიტაშვილმა. კასპის წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლის თქმით კი რაიონში წყლის იმდენი მარაგია, რომ უყაირათოდ ხარჯვის შეწყვეტის შემთხვევაში დეფიციტის პრობლემა აღარ იქნება. 

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები