სტატიები
,,პერსპექტიულის" ნაცვლად ,,წარმატებული" სპორტსმენების და მწვრთნელების დაჯილდოვების პროგრამა

 

,,გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოღვაწეობს მრავალი წარმატებული ადამიანი, რომელთა საქმიანობა მიმართულია სპორტული ცხოვრებისკენ. გორის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს მზადყოფნას გარკვეული თანხით წაახალისოს ყველა ის წარმატებული ახალგაზრდა სპორტსმენი, რომელიც თავისი შედეგებით და მიღწევებით წარმოაჩენს თავს, გააუმჯობესებს სპორტულ შედეგებს, გამართავს გორის მუნიციპალიტეტის მერიის ტერიტორიაზე სპორტულ ღონისძიებებს, მონაწილეობას მიიღებს მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებაში საქართველოს ფარგლებს გარეთ” – წერია,, წარმატებული მწვრთნელებისა და სპორტსმენების დაჯილდოვების შესახებ” მუნიციპალიტეტის მიერ მიღებულ განკარგულებაში.  

 

განკარგულებაში ფულადი სახსრების ოდენობა დაკონკრეტებული არაა.

 

დეკემბრამდე აღნიშნულ პროგრამას გორის მერია ჯამში 5 800 ლარით დააფინანსებს.

 

პროექტის დაფინანსების პროცედურა განხორციელდება მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე.

Print

სტატიის გამოყენების პირობები