სტატიები
გორის რაიონში პოლიციელი დაჭრეს

 

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომელი გვარად მესხიძე ბორშურში სტუმრად იმყოფებოდა. მას ადგილობრივთან შეკამათება მოუვიდა. კამათი კი  დაჭრით დასრულდა. ინციდენტის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

 

გამოძიებას გორის შს სამმართველო აწარმოებს.

 

ფოტოზე: გორის შს სამმართველოს მაღალჩინოსნები.

Print

სტატიის გამოყენების პირობები