სტატიები
ჩინურ კომპანიას 120 ლიტრი დიზელის საწვავი მოპარეს

 

კომპანიის ერთ-ერთი ობიექტი გორის რაიონის სოფელ ტინისხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს.

 

,,23 სექტემბერს, როდესაც ვ-შვილი აღნიშნულ კომპანიაში ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, მოიპარა 120 ლიტრი დიზელი, რითაც 252 ლარის ზარალი მიაყენა კომპანიას." - განაცხადა პროკურორმა.

 

პროკურორის თქმით, გორის პოლიციამ დაკავებულს ნივთმტიცება, მოპარული დიზელი საკუთარ მანქანაში აღმოუჩინა. დაკავებული ბრალს აღიარებს. 

 

აღნიშნული კომპანია საქართველოში, ამჟამად, რუისი-რიკოთის მონაკვეთის, პირველი ეტაპის, რუისი-აგარას 19 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობას ახორციელებს. 

Print

სტატიის გამოყენების პირობები