სტატიები
ინტერნეტი შიდა ქართლში

 

საკმაოდ დაბალია გორის რაიონში, სადაც 165 818 მოსახლე და 47 109 ოჯახი ცხოვრობს, კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით, აბონენტთა რიცხვი 1058-ია. დაახლოებით 2.25%. სოფლად ოჯახებს, ძირიდად, შემდეგი კომპანიები: ლომისი 2011, ვი-ჯი-ეს ნეთვორქ, ეარლინკი, გლობალკომი და ალტერნეტი ემსახურება.

 

ქალაქ კასპში ინტერნეტის ხელმისაწვდომობა 41%-ია. 15 233 მოსახლიან და 4 328 ოჯახიან ქალაქში 1 775 ინტერნეტ-მომხმარებელია რეგისტრირებული. (კომპანიები: სილქნეტი, ნატექსი, აირკონექტი, სილქნეტი, iConnect)

 

კასპის რაიონში კი სულ 130 აბონენტია რეგისტრირებული. მთლიანი მოსახლეობა კი 52 217-ს შეადგენს, ხოლო ოჯახი 14 835-ია. თანაფარდობა აბონენტთა და ოჯახების რაოდენობას შორის 0,88%-ია. (კომპანიები: ინტერკომი, გლობალკომი, აირკონექტი).

 

ქალაქ ქარელში, სადაც 7 135 მოსახლე ცხოვრობს და 2 041 ოჯახია,  კომპანია ,,სილკნეტი"-ს ინტერნეტ-ქსელში 696 აბონენტია ჩართული. ეს კი 34.10%-ია.

 

ქარელის რაიონში კომპანია ,,ლომისი 11"-ის ქსელში სულ 37 აბონენტია ჩართული. აღნიშნულ რაიონში 52 013 მოსახლე და 14 777 ოჯახია რეგისტრირებული. ინტერნეტის ქსელში ჩართულ ოჯახთა შეფარდება საერთო მაჩვენებელზე 0.25%

 

შედარებით უკეთესი მდგომარეობაა ხაშურში.  28 560 მოქალაქიან და 8 114 ოჯახიან ქალაქ ხაშურში ,,სილკნეტის", კავკასუს ონლაინის, გლობალკომის და დანი კომპიუტერსის ქსელში 4 509 აბონენტია ჩართული. აბონენტთა და ოჯახების თანაფარდობა 55.57%-ია.

 

ხაშურის რაიონში 113 აბონენტი ,,ჯეო ნეტის", ,,რეალნეტი" და ,,დანი კომპიუტერსის" ქსელშია ჩართული. ჯამური მოსახლეობა რაიონში 62 680-ია, ხოლო ოჯახთა რაოდენობა - 17 812. თანაფარდობა  აბონენტებს და ოჯახთა საერთო რაოდენობას შორის 0,63%-ია.

 

შიდა ქართლი - ჯამში 38 911 აბონენტი; დაახლოებით 25% (მოსახლეობა 549 606); ოჯახი - 156 147.

 

29.09.2014

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები