სტატიები
,,ყველაფერი ონოფრიშვილს ბრალდება, პროკურატურას გადაეცით"

 

საქმე იმაშია, რომ კომპანია ,,ჰიდრო ტექნოლოგიური ჯგუფის" მიერ სოფელ წინარეხში სასმელი წყლის რეაბილიტაციისთვის განხორციელებული სამუშაოები არაჯეროვნად შესრულდა. სახელმწიფო პროგრამის შემდეგ, რა დროსაც 200 000 ლარამდე დაიხარჯა, წინარეხელებს ონკანებში მღვრიე წყალი მიუვიდათ.

 

რამაზ ხიზანიშვილმა ეს ამბავი მაშინ გაიხსენა, როდესაც ხსენებული კომპანიის წარმომადგენლების სახელით ლამისყანაში მიმდინარე, დავით გურამიშვილის სახელობის წყაროს სამუშაოებთან დაკავშირებით, სოფლის პროგრამის ვადის გაგრძელება მოითხოვეს.

 

,,ეს რომელი კომპანია? წინარეხში რომ წყალი გააკეთა? ძალიან გთხოვთ ეს საქმე პროკურატურას გადაეცით. წინარეხში რაც მოხდა, ეს ყველაფერი ონოფრიშვილს ბრალდება." - განაცხადა რამაზ ხიზანიშვილმა.

 

 

 

06.10.2014

Print

სტატიის გამოყენების პირობები