სტატიები
,,გინდა თუ არა მოშარდეო" - 8 საათიანი ტყვეობა ნარკოლოგიურში

 

ნარკოლოგიური ცენტრი გორის შს სამმართველოს შენობაში მდებარეობს. სუვენირების წარმოებით დაკავებული მოქალაქე შემოწმების მიზნით ნარკოლოგიურ ცენტრში რამდენჯერმე უკვე მიიყვანეს. აღნიშნულ ცენტრში ადვოკატი ზაზა გიგაური, თავის დაცვის ქვეშ მყოფთან ერთად, 15 საათიდან იმყოფებოდა. ,,მეც იგივე ტყვეობაში ვარ ამ დრომდე" - გვითხრა ზაზა გიგაურმა. ,,ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მეტადონის პროგრამაშია ჩართული. ეს იციან პოლიციელებმა და ამიტომ სისტემატიურად ამ მდგომარეობაში ჰყავთ"

 

პიროვნება თავის სამუშაო ადგილიდან ოჯახის წევრების თვალწინ დააკავეს. შეადგინეს დაკავების ოქმი, სადაც ჩაწერეს, რომ ის პატრულის თანამშრომლებს წინააღმდეგობას უწევდა. შემოწმების მიზნით კი ნარკოლოგიურ ცენტრში გადაიყვანეს.

 

,,კანონის მიხედვით, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, მაშინვე, დაკავების ადგილას, წინასწარი მოთავსების იზოლატორში უნდა გადაეყვანათ. ნაცვლად ამისა, ვიმყოფებით აქ, თითქმის 8 საათის განმავლობაში. ეუბნებიან, გინდა თუ არა მოშარდეო, არა და, არ ეშარდება ამ კაცს" - აცხადებს ადვოკატი.

 

იხ. ვიდეო

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები