სტატიები
Best Moments: ღარიბაშვილი, ჭიკაიძე და ცხინვალელების გუნდი

 

პრემიერ-მინისტრმა გოლები, ძირითადად, მეორე ტაიმში თბილისის კარში გაიტანა. ამ დროს კარებს ალექსანდრე ჭიკაიძე აღარ იცავდა. თბილისის გუნდს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სპორტის მინისტრი ლევან ყიფიანი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი სოსო ვახტანგაშვილი იდავდნენ.  მინისტრების გვერდით  ცნობილმა ქართველმა ფეხბურთელებმა გიორგი დემეტრაძემ, კახა ცხადაძემ, გიორგი ქინქლაძემ, ლევან კობიაშვილმა, მიხეილ ყაველაშვილმა, გიორგი ანჩაბაძემ, მამუკა მაჭავარიანმა, დავით მუჯირმა, გიორგი რევაზიშვილმა, ალექსანდრე იაშვილმა, გიორგი ლომაიამ, ალექსანდრე ამისულაშვილმა და ლევან სალუქვაძემ ითამაშეს. 

 

ცხინვალის ,,ლიახვში" ოსი ეროვნების 8 ფეხბურთელი თამაშობს, დანარჩენი ქართველია. გუნდის კაპიტანია ვალერი ჯელიევი ამბობს, რომ გუნდში მეგობრული განწყობაა. 

 

ცხინვალის ,,ლიახვს" სპონსორები აფინანსებენ. გორის მაჟორიტარი დეპუტატი სოსო ვახტანგაშვილი ამ სპონსორების ვინაობას ჯერ-ჯერობით არ ასახელებს. 

 

,,თავის დროზე თამარაშენის ,,ლიახვი" რომ იყო, ბევრი ცხინვალელი თამაშობდა იქ. შემდეგ როდესაც კავშირები აღდგა, გორის ,,დილაში" გადმოვიყვანეთ ერიკ გაბარაევი. ეს მოხდა ერთი წლის წინ. გორის ,,დილასთან" ერთად მან დიდ წარმატებებს მიაღწია. შემდეგ მისი დახმარებით ოს სპორტსმენებთან დამყარდა კავშირი და გამოთქვეს სურვილი, რომ ითამაშონ ჩვენთან ცხინვალის გუნდში" - განაცხადა სოსო ვახტანგაშვილმა.

 

ცხინვალის ,,ლიახვი", ამჟამად, საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები