სტატიები
მკვლელობა 5 ლიტრი ღვინოს გამო

 

ზურაბ ალიევი, მეზობლის სახლში, შვილთან ერთად, შეშას ჩეხავდა. მათ მეზობლები ნარიმან ყურბანოვი და ხალიმ უსლუმ ოღლი შეუერთდნენ. შეშის ჩეხვის დამთავრების შემდეგ სახლის პატრონმა მუშებს 20 ლიტრი ღვინო აჩუქა.

 

ღვინო ნარიმან ყურბანოვის სახლში წაიღეს და სუფრა იქ გაშალეს. სუფრაზე, ბოლოს, სახლის პატრონი ნარიმან ყურბანოვი და ზურაბ ალიევი შემორჩნენ. პროკურორის განცხადებით, ალიევსა და ყურბანოვს კამათი დარჩენილ 5 ლიტრა ღვინოზე მოუვიდათ. ,,ვერ გადაწყვიტეს, თუ ვის დარჩებოდა ღვინო" - აღნიშნა პროკურორმა სასამართლო პროცესზე. ბოლო პროცესი 15 ოქტომბერს გაიმართა.

 

,,ალიევსა და ყურბანოვს შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, რა დროსაც ზურაბ ალიევმა ნარიმან ყურბანოვს გულის არეში დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ყურბანოვი ადგილზევე გარდაიცვალა" - ამბობს პროკურორი.

 

ბრალდებული ზურაბ ალიევი ამბობს, რომ მკვლელობა განზრახ არ ჩაუდენია და თავს იცავდა.

 

16.10.2014

Print

სტატიის გამოყენების პირობები